ბრიტანეთის პარლამენტმა შეთანხმების გარეშე ევროკავშირის დატოვებას მხარი არ დაუჭირა

საქართველო, თბილისი - 09:36 | 14.03.2019
ნანახია: 807

ბრიტანეთის პარლამენტში კენჭი ეყარა ქვეყნის ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გამოსვლის საკითხს. დეპუტატთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ, 312 ხმა 308 ხმის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა წინადადებას, რომლის მიხედვითაც ბრიტანეთი ევროკავშირს შეთანხმების გარეშე, ქაოსურად არ დატოვებს.

ამის შემდეგ ბრიტანეთის პარლამენტს მოუწევს მსჯელობა ბრექსიტის გადავადების თაობაზე, რომლის თარიღიც უკვე მოახლოვებულია.

ჯერჯერობით ისევ ბურუსით არის მოცული საკითხი, თუ როგორ დასრულდება ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის პროცესი.

შეგახსენებთ, გუშინ, ბრიტანეთის პარლამენტში კენჭი უყარეს ტერეზა მეის მიერ წარმოდგენილ ბრექსიტის ახალ შეთანხმებას, რომელმაც წინამორბედი შეთანხმების მსგავსად საჭირო მხარდაჭერა ვერ მოიპოვა.  

დღეს არსებული შეტანხმებით გაერთიანებული სამეფო ევროკავშირს 29 მარტს დატოვებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე