გამიჩნდა სურვილი, რომ თუ საჭიროა, ადგილი დავუთმო სხვას - თეა წულუკიანი

საქართველო, თბილისი - 13:06 | 12.03.2019
ნანახია: 788

მე გამიჩნდა თავად სურვილი, რომ თუ ეს საჭიროა, ადგილი დავუთმო სხვას , - ეს განცხადება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა იმ კითხვის საპასუხოდ გააკეთა, რომელიც მასსა და გუნდის დანარჩენ წევრებს შორის არსებულ უთანხმოებას ეხებოდა. მან მედიასთან კვლავ არ დააკონკრეტა საკითხი, რის გამოც ის თანამდებობის დატოვებას არ გამორიცხავს.

წულუკიანი ამბობს, რომ ჯერჯერობით გადადგომას არ აპირებს, თუმცა მისი პოსტზე და გუნდში დარჩენა დამოკიდებულია გადაწყვეტილებაზე, რომელსაც პრემიერი მის ულტიმატუმთან დაკავშირებით მიიღებს. 

მეშვიდე წელია დაიწყო, რაც მე ჩემს კოლეგა დავით სერგეენკოსთან ერთად ამ პოზიციაზე ვაგრძელებ მუშაობას და მართალი ბრძანდებით, რომ კვარტალი ერთია და რამდენჯერმე ისმის მინიშნება იმაზე, რომ შეიძლება გადააყენონ, გაუშვან ან წავიდეს. ახლა არის პირველი შემთხვევა, როდესაც ეს შეეფერება სიმართლეს, როდესაც მე გამიჩნდა თავად სურვილი, რომ თუ ეს საჭიროა, ადგილი დავუთმო სხვას. ამ თემაზე არ ვისაუბრებდი, ეს ამბავი გარეთ რომ არ გამოსულიყო. რაკი თქვენამდე მოვიდა, მედია გამოხატავს ინტერესს და როცა ეს სიმართლეა, თავს ვალდებულად ვთვლიდი, რომ გულწრფელად მეპასუხა. დანარჩენი წინა სპეკულაციები თუ მოთხოვნები იყო რეალობისგან შორს. ამიტომ ჩემი მხრიდან კომენტარის ღირსად არ ჩამითვლია საჭიროდ“, - განაცხადა წულუკიანმა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე