Forbes-მა ლონდონის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგი გამოაქვეყნა

საქართველო, თბილისი - 13:03 | 12.03.2019
ნანახია: 803

ჟურნალმა Forbes-მა ლონდონის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგი გამოაქვეყნა. სიის პირველი ადგილი რუსმა ბიზნესმენმა კომპანია „ალფა-ჯგუფის“ დამფუძნებელმა მიხაილ ფრიდმანმა დაიკავა. მისი ქონება 15 მლრდ დოლარად არის შეფასებული.

დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში სულ 55 მილიარდერი ცხოვრობს, რომელთა კაპიტალი 226 მლრდ დოლარს შეადგენს. ამასთან, მათგან მხოლოდ ოცია ბრიტანეთის მოქალაქე.

ლონდონმა რეიტინგში მეხუთე ადგილი დაიკავა პეკინის, მოსკოვის, ჰონკონგისა და ნიუ-იორკის შემდეგ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე