ირაკლი კობახიძის თქმით, სამთავრობო ცვლილებების საჭიროება არ არსებობს

საქართველო, თბილისი - 12:03 | 12.03.2019
ნანახია: 894

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე საკადრო ცვლილებების საჭიროებას ვერ ხედავს. 

„მე ვერ ვხედავ ამის საჭიროებას, ახალი ჩამოყალიბებულია მთავრობის შემადგენლობა, მე თუ მკითხავთ, ამის საჭიროება არ არსებობს. თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ზოგადად, ეს არის პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა. ბევრი სპეკულაცია გვესმის ჩვენ არა მარტო ახლა, წლების განმავლობაში ცვლილებებთან დაკავშირებით. ერთი და იგივე მინისტრი მაგალითად, მედიამ ათჯერ მაინც გადააყენა, თუმცა ისინი იკავებენ ჯერჯერობით საკუთარ პოზიციებს. ზოგიერთი გამართლდა, ამაშიც გეთანხმებით, ამიტომ ჯობია დაველოდოთ ჩვენ მოვლენებს, ვნახოთ, რას გვეტყვის მთავრობა“,- აცხადებს კობახიძე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე