დასახელდა ქვეყნები, რომლებშიც ონკანებიდან ჯანმრთელობისთვის საშიში წყალი მოდის - მათ შორის საქართველოც არის

საქართველო, თბილისი - 15:56 | 08.03.2019
ნანახია: 2141

ტურისტულმა კომპანია Globehunters-მა გამოაქვეყნა იმ ქვეყნების სია, სადაც ონკანის წყალი ჯანმრთელობისთვის სახიფათოა და შესაძლოა, სასიკვდილო ინფექციების მიზეზიც გახდეს. ამის შესხებ Daily Mail-ი წერს.

გამოცემის ცნობით, სიაში მოხვდა 187 ქვეყანა, მათ შორის საქართველოც.

აღნიშნულია, რომ ამ მხრივ ცენტრალური ამერიკა, აფრიკა, აზია და ახლო აღმოსავლეთი ყველაზე საშიში რეგიონებია.

მნიშვნელოვანია, რომ ამ ქვეყნებში ონკანის წყალი დაბინძურებული კი არა, არამედ სასმელად უვარგისია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ადამიანი შესაძლოა დაავადდეს, რადგან წყალში მოხვედრილი პათოგენური ორგანიზმები მის იმუნურ სისტემას აზიანებს.  

აშშ-ში, კანადაში, ავსტრალიაში, იაპონიაში, საუდის არაბეთში, სამხრეთ კორეასა და ევროკავშირის უმეტეს ქვეყნებში ონკანის წყალი უსაფრთხოდ არის აღიარებული.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით,  ყოველ წელს 84 ათასამდე ადამიანი დიარეისგან იღუპება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე