აშშ-ის კონგრესმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში აღიარებას კრძალავს

საქართველო, თბილისი - 14:52 | 08.03.2019
ნანახია: 768

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითმა პალატის კომიტეტმა საგარეო საქმეთა საკითხებში, ერთხმად მიიღო კანონპროექტი, რომელიც თეთრ სახლს უკრძლავს ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში აღიარებას.

კანონპროექტის თანახმად, ვაშინგტონი არ აღიარებს დე-იურედ ან დე-ფაქტოდ ყირიმზე რუსეთის სუვერენიტეტს, ასევე ნახევარკუნძულის საჰაერო სივრცესა და ტერიტორიულ წყლებზე.

ამგვარად, კანონპროეტი უკრძალავს აშშ-ის სახელმწიფო ორგანოებს მიიღოს ქმედებები ყირიმის რუსეთის შემადგანელობაში მოსალოდნელ აღიარებაზე.

თუ ამ ინიციატივას აშშ-ის კონგრესის ორივე პალატა დაამტკიცებს, კანონპროექტი ხელის მოსაწერად პრეზიდენტს გადაეგზავნება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე