"Origin - Georgia“ რეგიონებში ახალი გეოგრაფიული აღნიშვნების გამოვლენაზე იზრუნებს

საქართველო, თბილისი - 12:29 | 14.12.2015
ნანახია: 1559

საქპატენტმა და ღვინის ეროვნულმა სააგენტომ დააფუძნეს ა(ა)იპ „ორიჯინ-ჯორჯია“, რომლის მიზანია საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის სისტემის განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა და ქვეყანაში კონკურენტუნარიანი მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების ხელშეწყობა.
ამჟამად, საქპატენტის მიერ რეგისტრირებულია ადგილწარმოშობის დასახელების 18 ქართული ღვინო, (ხვანჭკარა, მუკუზანი, ტვიში და ა.შ.), 8 მინერალური წყალი (ბორჯომი, მიტარბი, საირმე და ა.შ.), 16 გეოგრაფიული აღნიშვნა (სულგუნი, ჩურჩხელა, ჭაჭა, დამბალხაჭო და ა.შ.), რეგისტრაციის ბოლო ეტაპზეა „ქუთაისის მწვანილი“, „ტყიბულის ჩაი“, მაჭახელას თაფლი“ და „ახალქალაქის კარტოფილი“. „ორიჯინ-ჯორჯია“ განახორციელებს მნიშვნელოვან პროექტებს. ასოციაციის საქმიანობა ითვალისწინებს საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნით დაცვადი პროდუქტების გამოვლენას, მათ ინვენტარიზაციას, სპეციფიკაციების დადგენას და სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფას. ასოციაცია დაეხმარება ფერმერმერებსა და მეწარმეებს გაერთიანების შექმნაში, გაუწევს მათ კონსულტაციებს ბრენდინგის, მარკეტინგის, მენეჯმენტის საკითხებში და ასევე, დაეხმარება საერთაშორისო კონტაქტების მოძიებაში.
 



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე