დღეს პირველი აპრილი რომ იყოს, გულწფრელად გამიადვილდებოდა წერილზე განმარტების გაკეთება - მამუკა ბახტაძე ხაზარაძის წერილზე

საქართველო, თბილისი - 13:08 | 08.03.2019
ნანახია: 756

დღეს არის 8 მარტი, რომ იყოს პირველი აპრილი, გულწრფელად, გამიადვილდებოდა წერილზე განმარტების გაკეთება და შეიძლება ისიც მეთქვა, გიორგი გახარიამ ჩემთან დაადასტურა, რომ ნამდვილად ჩაწერა მათ შორის ის, რომ „არტარეასთან“ ერთად ითხოვდა რომელიმე მუსიკალური არხისგან ან „რაგბი ტვ“-სგან სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მამუკა ხაზარაძის მიერ სასამართლოში წარდგენილ წერილთრან დაკავშირებით.

ბახტაძის თქმით, ამ წერილზე სერიოზული კომენტარის გაკეთება გაუჭირდება. მისი თქმით, წერილთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა და ნებისმიერი მინისტრი მთავრობის კაბინეტიდან მზად არის, პასუხი გასცეს ნებისმიერ სიახლეს.

„მინდა, შევეხო ამ წერილს. დღეს არის 8 მარტი, რომ იყოს პირველი აპრილი, გულწრფელად, გამიადვილდებოდა წერილზე განმარტების გაკეთება და შეიძლება ისიც მეთქვა, გიორგი გახარიამ ჩემთან დაადასტურა, რომ ნამდვილად ჩაწერა მათ შორის ის, რომ „არტარეასთან“ ერთად ითხოვდა რომელიმე მუსიკალური არხისგან ან „რაგბი ტვ“-სგან სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას. ამ საკითხთან დაკავშირებით, მიმდინარეობს მოკვლევა გიორგი გახარიამაცდაადასტურა და მეც, როგორც მთავრობის მეთაურმა მინდა, დავადასტურო, რომ ნებისმიერი მინისტრი ჩემი კაბინეტიდან ყოველთვის მზად არის, გასცეს პასუხი ნებისმიერ კითხვებს, არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება საქართველოს პარლამენტში თუ საგამოძიებო ორგანოებთან. რაც შეეხება იმას, რაც წავიკითხეთ ყველა მედიის მეშვეობით, ამ წერილის შინაარსი, გამიჭირდება სერიოზული კომენტარი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე