დონალდ ტრამპს ცოლი დაავიწყდა (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 12:36 | 08.03.2019
ნანახია: 824

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა ჩეხეთის პრემიერ მინისტრთან ანდრეი ბაბიშთან და მის მეუღლესთან, მონიკასთან შეხვედრის დროს.

ტრამპი და მისი მეუღლე მელანია ბაბიშების წყვილს თეთრი სახლის შესასვლელთან მიესალმნენ. მელანია და მონიკა ზღურბლთან ერთობლივი ფოტოსთვის შეჩერდნენ, თუმცა ქმრებმა მიატოვეს და რეზიდენციაში შევიდნენ.

Newsweek-ის ჟურნალისტის მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ მელნია და მონიკა მხრებს იჩეჩავენ და ქმრების კვალს მორჩილად მიყვებიან.  

ანდრეი ბაბიში 2011 წლის შემდეგ ჩეხეთის პირველი პრემიერია, რომელმაც თეთრ სახლში მიწვევა მიიღო. მისი ვიზიტი სამ დღეს გაგრძელდება.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე