ვირჯინიის სასამართლომ პოლ მანაფორტს 4 წლამდე პატიმრობა შეუფარდა

საქართველო, თბილისი - 11:43 | 08.03.2019
ნანახია: 708

ვირჯინიის სასამართლომ დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შტაბის ყოფილ ხელმძღვანელს პოლ მანაფორტს 3 წლითა და 11 თვით პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლის თქმით, ვირჯინიის პროცესს არ აქვს კავშირი რუსულ საქმესთან, რომელსაც სპეცპროკურორი რობერტ მიულერი იძიებს.

ვირჯინიის პროცესზე ნაფიცმა მსაჯულებმა მანაფორტი დამნაშავედ ცნეს საგადასახო დეკლარიციების ცრუ მიწოდებაში, საბანკო თაღლითობასა და უცხოური საბანკო ანგარიშების დამალვაში.

ასევე, 13 მარტს, მანაფორტს განაჩენი უნდა გამოუტანონ ვაშინგტონშიც, სადაც ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდება ლობისტების მუშაობის არარეგისტრირებასა და მოწმებეზე ზეწოლაში.

მანაფორტს ბრალი სპეცპროკურორმა რობერტ მიულერმა წაუყენა, რომელიც იძიებს ტრამპს სავარაუოდ კავშირებს რუსეთთან. კრემლი და თეთრი სახლი ასეთი კავშირების არსებობას უარყოფენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე