მგზავრი, რომელიც ღმერთს თვითმფრინავის ჩამოვარდნას ევედრებოდა, ავიარეისიდან მოხსნეს

საქართველო, თბილისი - 16:26 | 07.03.2019
ნანახია: 920

ისლამაბად-დუბაის ავიარეისის მგზავრი, რეისიდან იმის გამო მოხსნეს, რომ ის ღმერთს ლაინერის ჩამოვარდნას ევედრებოდა. ამის შესახებ ტელეარხი Geo TV იუწყება.

როგორც მედიას პაკისტანის დედაქალაქის აეროპორტში განუცხადეს, მგზავრი ავსტრალიაში დუბაის გავლით მიფრინავდა, მან ბორტზე ადგილის დაკავების შემდეგ დაიწყო ლოცვა და ღმერთს თვითმფრინავის ჩამოვარდნა სთხოვა. ამან სხვა მგზავრებსა და ეკიპაჟის წევრებს  შორის პანიკა გამოიწვია.

პილოტი აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა, რის შემდეგაც მგზავრი სახელად ჰალილი რეისიდნ მოხსნეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე