მამუკა ბახტაძემ ჟიული შარტავას ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველო, თბილისი - 15:31 | 07.03.2019
ნანახია: 636

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას ხსოვნას პატივი მიაგო.

მთავრობის მეთაური მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად ვაკის პანთეონში იმყოფებოდა, სადაც ჟიული შარტავას საფლავი გვირგვინით შეამკო და მისი სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო.

საქართველოს ეროვნულ გმირს ჟიული შარტავას დღეს 75 წელი შეუსრულდებოდა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც 1993 წლის 27 სექტემბერს უშუალოდ ხელმძღვანელობდა მთავრობის სახლის დაცვის ოპერაციას, სეპარატისტულმა დაჯგუფებამ თანამებრძოლებთან ერთად ტყვედ აიყვანა და დახვრიტა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე