პეტრე ჩაიკოვსკი გეი იყო, მაგრამ ამას ყოველთვის მალავადა - დუმას დეპუტატი

საქართველო, თბილისი - 14:58 | 07.03.2019
ნანახია: 1327

რუსი კანონმდებელი, ტამარა პლეტნევა, რომელიც ამავდროულად, დუმაში ოჯახებისა და ბავშვთა საკითხების კომიტეტს ხელმძღვანელობს, აცხადებს, რომ ლგბტ ადამიანები „ავადმყოფები“ არიან, რომელთაც „განკურნება ესაჭიროებათ“.

სატელევიზიო ინტერვიუში რუსმა კანონმდებელმა დასძინა, რომ მე-19 საუკუნეში მოღვაწე ცნობილი რუსი კომპოზიტორი პეტრე ჩაიკოვსკი გეი იყო, რომელიც ყოველთვის მალავდა ამას და რცხვენოდა ამის გამო.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის სახელმწიფო დუმის კომიტეტის თავმჯდომარემ ტამარა პლეტნევამ ფართო საზოგადოებას თავი 2018 წელს რუსეთში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას გაკეთებული განცხადებით დაამახსოვრა. მაშინ პლეტნევამ რუს ქალებს მოუწოდა, რომ უცხოელ მამაკაცებთან სექსით არ დაკავებულიყვნენ. მან ასევე დასძინა, რომ თუ რუსი ქალები დაორსულდებიან, უმჯობესია რომ მათი შვილების მამები იმავე რასისა იყვნენ, რომელ რასასაც რუსები წარმოადგენენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე