სასამართლოში ჩვენებას მივცემ ადვოკატების გარეშე - გიორგი ქადაგიძე

საქართველო, თბილისი - 14:51 | 07.03.2019
ნანახია: 787

სასამართლოში ჩვენებას მივცემ ადვოკატების გარეშე, - ასე ეხმიანება ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე თიბისი ბანკის საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვაზე დაბარებას facebook გვერდზე.

„ძვირფასო მეგობრებო, მინდა მცირე განმარტების გაკეთება. მივიღე უწყება თიბისის საქმეზე მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით. საქმის მასშტაბის და ლეგიტიმური საჯარო ინტერესის გათვალისწინებით გადავწყვიტე, არა პროკურატურაში გამოკითხვის გზით არამედ პირდაპირ სასამართლოში საჯაროდ მივცე ჩვენება.

აქვე ვიტყვი რომ საქმის მნიშვნელობიდან გამომდინარე მხარს ვუჭერ დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას სადაც ყველა მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირები გააკეთებენ განმარტებებს და უზრუნველყოფენ პროცესის სრულ გამჭვირვალობას.

სასამართლოში ჩვენების მიცემის შემდეგ ცხადია აუცილებლად მოგახსენებთ ჩემს მოკრძალებულ აზრს მიმდინარე პროცესებთან და შესაძლო შედეგებთან დაკავშირებით.

პ.ს. როგორც ჩემი დამოკიდებულება და მცირე პოლიტიკური ჟესტი ამ საქმის მიმართ, სასამართლოში ჩვენებას მივცემ ადვოკატების გარეშე”, - წერა ქადაგიძე.

პროკურატურამ საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გამოკითხვაზე 6 მარტს დაიბარა. ქადაგიძე ფინანსური მონიტორინგისა და საფინანსო ზედამხედველობის სამსახურებს იმ წლებში ხელმძღვანელობდა, როდესაც ბანკმა სადავო ტრანზაქცია განახორციელა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე