კარლ ლაგერფელდის უკანასკნელი კოლექციის ჩვენება პარიზის მოდის კვირეულზე | ფოტო

საქართველო, თბილისი - 14:41 | 07.03.2019
ნანახია: 858

მოდის სახლ Chanel-ის ჩვენებას პარიზის მოდის კვირეულზე ყოველთვის დიდი მღელვარებით ელოდებიან, თუმცა წელს, 5 მარტს ეს ემოციები უკიდურესად უსაზღვრო იყო.

2019-20 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია ლეგენდარული დიზაინერის კარლ ლაგერფელდისთვის უკანასკნელი აღმოჩნდა.

ჩვენება გრან პალეს სამეფო სასახლეში შედგა. ღონისძიების დაწყებამდე მონაწილეებმა და სტუმრებმა დიზაინერის ხსოვნას პატივი მიაგეს.

ჩვენება ბრიტანელმა მოდელმა კარა დელევინმა გახსნა. სუპერმოდელ სინდი კროუფორდის ქალიშვილი კაია გერბერი პირველ ფიფქს გავდა. ჩვენებაში მონაწილეობა მიიღო მსახიობმა კრისტენ სტიუარტმა. კოლექციაში დომინირებდა მონოქრომი, თუმცა სხვადასხვა ფერსაც ნახავდით. წარმოდგენილი იყო თავისუფალი, მაღალწელიანი შარვლები, რომელთა გამოყენებაც ოფისსა და კურორტზე ერთდროულად შესაძლებელია. მოდელებს ასევე ამშვენებდათ ტრენდი, რომელიც ყოველთვის მოდაშია - სიფრიფანა ქვედა ბოლოები და კაბები, სქელ სვიტერებთან და ზამთრის ფეხსაცმელებთან ერთად. ყველას ყურადღებას იპყრობდა აქსესუარი - Chanel-ის ბეწვის ლოგო. ჩვენების ბოლოს პოდიუზმე გამოჩნდა თეთრ სამოსში გამოწყობილი მსახიობი პენელოპა კრუსი თეთრი ვარდით ხელში.

 

Кара Делевинь

 

Кайя Гербер

 

Кристен Стюарт

 

шале Chanel

 

коллекция Chanel

 

модель на показе Chanel

 

Chanel Fall 2019/2020 collection

 

модель на подиуме

 

манекенщица на подиуме

 

Жанель Моне

 

Гости в первом ряду

 

Наоми Кемпбелл

 

Пенелопа Круз




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე