განათლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა და არა პრივილეგია - კახა კალაძე
საქართველო, თბილისი - 14:03 | 07.03.2019 ნანახია: 593„დღეს, საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანესი ინიციატივა და ამბიციური გეგმა გახდა ცნობილი, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო უპრეცედენტო ვალდებულებას აიღებს და ყოველწლიურად მთლიანი შიდა პროდუქტის 6 პროცენტს, დღეს არსებული ბიუჯეტის მეოთხედს, განათლების სფეროს სწრაფი განვითარებისთვის წარმართავს“, აცხადებს დედაქალაქის მერი ახალი ინიციატივის "განათლება - გზა თავისუფლებისკენ" წარდგენასთან დაკავშირებით.
კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ ხელისუფლების მიერ დღეს წარმოდგენილი ინიციატივა, ახალ ეროვნულ იდეად იქცევა, რომელიც მთელ საზოგადოებას გააერთიანებს და ქვეყნის თავისუფალი მომავლის ფუნდამენტად იქცევა.
„ეს გზა სწორედ უმაღლესი ხარისხის განათლებაზე გადის და გრძელვადიან პერსპექტივაში ოკუპაციისგან, სიღარიბისგან, უმუშევრობისგან თუ სხვა გამოწვევებისგან ჩვენი ქვეყნის, მომავალი თაობების თავისუფლებას უზრუნველყოფს.
განათლებით სიღარიბის დაძლევის ეროვნული გეგმა არის ის აუცილებელი პირობა, რომელიც მოქალაქეების დასაქმებას, მათი კვალიფიკაციის ამაღლებასა და ღირსეული ანაზღაურების, ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნას უზრუნველყოფს სამომავლოდ.
პირადად ჩემთვის უცხო არ არის ის გრძნობა, როდესაც დასახული მიზნის მისაღწევად, პროფესიული გამოცდილების თუ შესაბამისი განათლების მისაღებად ქვეყნის გარეთ გიწევს წასვლა, იქ წარმატების მიღწევა და ამ წარმატების საკუთარ სამშობლოში ჩამოტანა.
ჩვენი მიზანია, შევქმნათ ისეთი პირობები, რომ ხარისხიანი განათლების მისაღებად უცხოეთში წასვლა აუცილებელი არ იყოს და ამას ჩვენს სამშობლოში მიღებული განათლებით ვახერხებდეთ.
ყველას გვსურს, რომ ჩვენი შვილები აქ, საქართველოში იღებდნენ იგივე დონის ცოდნას, რასაც ევროპის თუ მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებსა თუ სკოლებში მიიღებდნენ. დარწმუნებული ვარ, რომ ამ სურვილს, გაჟღერებული ინიციატივის მეშვეობით, ერთიანი ძალისხმევით, რეალობად ვაქცევთ.
განათლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა და არა პრივილეგია. სამწუხაროდ, წლების განმავლობაში, განათლებაზე ხელმისაწვდომობა შეზღუდული იყო, როგორც ბიუროკრატიული ბარიერების, ისე ფინანსური კუთხით. ახალგაზრდებს და ხშირად მათ ოჯახებს ვალების აღება უწევდათ, რათა ხარისხიანი განათლება და შესაბამისად, ღირსეული ცხოვრების პერსპექტივა მიეღოთ.
მინდა, ასევე, ჩემი პატივისცემა დავაფიქსირო იმ ადამიანების მიმართ, ვინც თაობები აღზარდეს და ეს იმ ფონზე, როდესაც მათი სამუშაო პირობები თუ ანაზღაურება, რბილად რომ ვთქვათ, რეალურ საჭიროებებს აცდენილი იყო. ჩვენი საამაყო პედაგოგები მეტ მხარდაჭერას, ყურადღებას იმსახურებენ და დარწმუნებული ვართ, განათლების რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი ნაბიჯები პედაგოგის პროფესიას ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებადს და მიმზიდველს გახდის.
მე, როგორც ქალაქის მერი სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ აღნიშნულ ინიციატივას და, ჩვენი მხრივ, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა განათლებაზე ხელმისაწვდომობა თბილისის ყველა რაიონში და ყველა თაობისთვის გაიზარდოს. ჩვენ ყველა უბანში ხარისხიანი საგანმანათლებლო დაწესებულებების შექმნას შევუწყობთ ხელს.
2012 წლის შემდეგ, ჩვენი ხელისუფლების პირობებში ბაღები უფასო გახდა და ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, ყოველწლიურად იზრდება ბაღში შემსვლელი ბავშვების რაოდენობა. შესაბამისად, ჩვენ ვდგავართ ახალი გამოწვევების წინაშე. საჭიროა დამატებითი ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ ჩვენი პატარების სრულფასოვანი აღზრდა და მივცეთ შესაძლებლობა, შესაბამის პირობებში მიიღონ განათლება. ჩვენ ამას გავაკეთებთ და დაგეგმილი გვაქვს მომდევნო წლების განმავლობაში რამდენიმე ათეული ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა.
სწორედ ამ ასაკიდან იწყება განათლების მიღება და საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბება, რასაც შემდგომი ეტაპები მოყვება. განათლების აბსოლუტურ პრიორიტეტად გამოცხადება, რეფორმით გათვალისწინებულ ხუთივე დონეს უდიდეს პროგრესს მოუტანს“, განაცხადა კალაძემ.
-
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა