საგარეო სავაჭრო ბრუნვა 14 პროცენტით შემცირდა

საქართველო, თბილისი - 11:15 | 14.12.2015
ნანახია: 1348

2015 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 8892 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 14 პროცენტით ნაკლებია. აქედან, ექსპორტი 2019 მლნ. აშშ დოლარი იყო (23 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 6873 მლნ. აშშ დოლარი (11 პროცენტით ნაკლები). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2015 წლის იანვარ-ნოემბერში 4854 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 55 პროცენტი შეადგინა.  

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 24 დეკემბერს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე