საბერძნეთის კუნძულთან მიგრანტების ნავი ჩაიძირა

საქართველო, თბილისი - 13:18 | 07.03.2019
ნანახია: 650

მიგრანტების გასაბერი ნავი ჩაიძირა საბერძნეთის კუნძულ სამოსთან. დაიღუპა ორი ბავშვი და ერთი მამაკაცი. ამის შესახებ ბერძნული მედია იუწყება.

შემთხვევა ზღვაში, კუნძულიდან აღმოსავლეთით მოხდა. ნავზე 12 ადამიანი იმყოფებოდა, მათ ნაპირისკენ გაცურეს, მაგრამ სამი მათგანი დაიხრჩო.

გადარჩენილები სამოსის პორტში გადაიყვანეს.

საბერძნეთის კუნძულზე მიგრანტები ზღვის მეშვეობით თურქეთიდან გადადიან. იმის მიუხედავად, რომ ამ დროისთვის მიგრანტების ნაკადი შემცირებულია, ზოგიერთ დღეს კუნძულზე ასობით მიგრანტი ხვდება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე