რუსეთის დუმამ მიიღო კანონპროექტი ცრუ ინფორმაციების გავრცელების აკრძალვის შესახებ

საქართველო, თბილისი - 12:50 | 07.03.2019
ნანახია: 680

რუსეთის სახელმწიფო დუმამ მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი ცრუ ინფორმაციების გავრცელების აკრძალვის შესახებ.

კანონპროექტი კრძალავს არასარწმუნო, საზოგადეობისთვის მნიშვნელოვანი ინოფრმაციების გავრცელებას, თუ ის დაემუქრება მოქალაქეების სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და ქონებას ან საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივი წერიგსა და უსართხოებას.

ცრუ ინფორმაციის აღმოჩენის შემდეგ რუსეთის გენერალური პროკურორი ან მისი მოადგილეები მიმართავენ რუსეთის მასობრივი კომუნიკაციების ზედამხედველობის სამსახურს დამრღვევი მედია რესურსების მიმართ ღონისძიებების გატარების მოთხოვნით.

ზედამხედველობის სამსახურმა თავის მხრივ უნდა აცნობოს გამოცემის რედაქციას არასარწმუნო ინფორმაციის წაშლის აუცილებლობის შესახებ.

გამოცემა ვალდებულია დაუყოვნებლივ  ამოიღოს არასარწმუნო ინფორმაცია. თუ ის ამ მოთხოვნას არ შეასრულებს, ზედამხედველობის სამსახურს რესურსისადმი წვდომის უფლება ეძლევა. იმ შემთხვევაში თუ გამოცემის ხელმძღვანელობა ცრუ ინფრომაციას დროებითი დაბლოკვის შემდეგ წაშლის, ზედამხედველობის სამსახურს უნდა აცნობოს. ამის შემდეგ რესურსისადმი წვდომა აღდგება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე