მივიღეთ პრინტერზე ამობეჭდილი ფურცელი, რაც რბილად, რომ ვთქვათ, არასერიოზულია - ირაკლი კობახიძე

საქართველო, თბილისი - 12:45 | 07.03.2019
ნანახია: 687

„საზოგადოება დიდი ინტერესით ელოდა ე.წ. მტკიცებულებას, კომპრომატს, შედეგად ჩვენ მივიღეთ პრინტერზე ამობეჭდილი ფურცელი, რაც რბილად, რომ ვთქვათ, არის არასერიოზული,“ - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე წერილს, რომელიც მამუკა ხაზარაძის მტკიცებით, შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ მას გაუგზავნა.

კობახიძე ამბობს, რომ პოლიტიკა და ბიზნესი ვერავისთვის ინდულგენცია ვერ იქნება, თუ სამართალი დარღვეულია.

პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობას ვერ ხედავს.

„გარკვეული ძალები ცდილობენ, ამ საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანას. ჩვენი ამოცანაა, ეს საკითხი დავტოვოთ აპოლიტიკურ ჩარჩოში. საუბარია მარტივ საქმეზე, რომლის გამოძიებაში არიან ჩართული სამართალდამცავი ორგანოები. ჩვენ მათ უნდა მივცეთ დრო იმისთვის, რომ სათანადოდ იყოს გამოძიებული ეს საქმე. რაც შეეხება, პოლიტიკურ კონტექსტში ამ საკითხის განხილვა, ეს არის არასწორი. ჩვენ სამართლებრივ ჩარჩოში უნდა განვიხილოთ ეს საკითხი,“ - აღნიშნა კობახიძემ.

სკანდალური წერილი გუშინ პროკურატურამ გაასაჯაროვა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე