ბელგიელი მილიარდერი ინტიმური პლასტიკის დროს გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 11:54 | 07.03.2019
ნანახია: 734

ებრაული წარმოშობის ბელგიელი მილიარდერი ეჰუდ არიე ლანიადო პარიზში ინტიმური პლასტიკის დროს გარდაიცვალა. ამის შესახებ გაზეთი Sudinfo.be იუწყება.

ოპერაციის დროს ბრილიანტებით მოვაჭრეს ინექცია გაუკეთეს, რის შემდეგაც ლანიადოს გული გაუჩერდა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

ოპერაცია კლინიკაში საღამოს არასამუშაო საათებში მიმდინარეობდა.

ბიზნესმენი 65 წლის იყო.

ლანიადომ ქონება ბრილიანტების გაყიდვით დააგროვა. ის ალმასების ერთ-ერთ მთავარ ექსპერტად მიიჩნეოდა. მან თავისი კარიერა 20 წლის ასაკში ძვირფასი ქვების ვაჭრობით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში დაიწყო. შემდეგ დააფუძნა კომპანია Omega Diamonds, რომლის ცენტრალური ოფისი ანტვერპენში მდებარეობს.

2015 წელს ლანიადომ ბრილიანტი „ჟოზეფინას ცისფერი მთვარე“ რეკორდულ ფასად 48,5 მლნ დოლარად გაყიდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე