ჟიული შარტავას დღეს 75 წლის გახდებოდა

საქართველო, თბილისი - 11:26 | 07.03.2019
ნანახია: 856

ჟიული შარტავას დღეს 75 წელი შეუსრულდებოდა. ქართველი პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე ჟიული შარტავა 1944 წლის 7 მარტს დაიბადა. ის 1993 წლის 27 სექტემბერს – სოხუმის დაცემის დღეს დახვრიტეს სეპარატისტებმა. სიკვდილის შემდეგ მინიჭებული აქვს საქართველოს ეროვნული გმირის ტიტული.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. სწავლობდა ასპირანტურაში; შემდეგ იყო კომკავშირულ და პარტიულ თანამდებობებზე თბილისსა და რუსთავში. 1980-იან წლებში იყო საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს წევრი. 1992 წლიდან – საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატი რუსთავის მაჟორიტარული ოლქიდან. აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, 1993 წლის ივნისში, საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის განკარგულებით დაინიშნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და აფხაზეთის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარედ. 1993 წლის 27 სექტემბერს უშუალოდ ხელმძღვანელობდა მთავრობის სახლის დაცვის ოპერაციას, რომლის დროსაც აფხაზურმა სეპარატისტულმა დაჯგუფებამ თანამებრძოლებთან ერთად ტყვედ აიყვანა და დახვრიტა. მოგვიანებით, ჟიული შარტავას ცხედარი ქართულ მხარეს გადაეცა. დაკრძალულია თბილისში, ვაკის პანთეონში. 2004 წელს, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ეროვნული გმირის ორდენით.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე