ძალიან კარგად მესმის, რას ნიშნავს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ჩვენი ქვეყნისთვის - გიორგი გახარია

საქართველო, თბილისი - 14:13 | 06.03.2019
ნანახია: 698

დღეს, როგორც შს მინისტრი და ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი, ასევე, ძალიან კარგად მესმის, რას ნიშნავს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების არქიტექტურისთვის, კრიტიკულად მნიშვნელოვანი კომპონენტია. საერთოდ, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი არის ამ ქვეყნის მომავალი, - ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა, რომლებმაც „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებებთან დაკავშირებით ჰკითხეს

მისი თქმით, პარლამენტის ტრიბუნა იყო გამოყენებული, ჩვეულებრივი ჭორაობისა და ტყუილებისათვის, რომლის მიზანიც იყო შინაარსობრივი საუბრიდან აქცენტების გადატანა  რაღაც სკანდალებზე. გახარიასვე თქმით, ძალიან კარგად ესმის რას ნიშნავს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი საქართველოს მომავლისთვის.

„მე, როგორც ვიცე-პრემიერი და ყოფილი ეკონომიკის მინისტრი, ძალიან კარგად ვიცი, ამ ქვეყნისთვის, მომავლისთვის, რას ნიშნავს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი. დღეს, როგორც შს მინისტრი და ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი, ასევე, ძალიან კარგად მესმის, რას ნიშნავს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების არქიტექტურისთვის, კრიტიკულად მნიშვნელოვანი კომპონენტია. საერთოდ, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი არის ამ ქვეყნის მომავალი. და, ჩვენ ვსაუბრობთ, როგორც ეკონომიკაზე, ისევე უსაფრთხოებაზე. ჩემთვის, უკიდურესად სამწუხაროა, რომ სკანდალებისა და რაღაც შეთქმულების თეორიებით, ადამიანები ცდლობენ, თავიანთ ვალდებულებეებს თავი აარიდონ და ამით, დააზიანონ სახელმწიფო ინტერესები. არავის გამოუვა, არც ერთ კონტექსტით - სკანდალებით, ჭორაობებით იმ ვალდებულებს, რომელიც აღებულია წლების წინ, თავი აარიდონ", - განაცხადა გახარიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე