პარლამენტის ტრიბუნა იყო გამოყენებული, ჩვეულებრივი ჭორაობისა და ტყუილებისათვის - გიორგი გახარია

საქართველო, თბილისი - 14:01 | 06.03.2019
ნანახია: 842

შეთქმულების თეოროებით, ადამიანები ცდლობენ თავიანთ ვალდებულებეებს თავი აარიდონ და ამით დააზიანონ სახელმწიფო ინტერესები, - ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა, რომლებმაც „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებებთან დაკავშირებით ჰკითხეს.

„მე, ყველა ფორმატში, პროკურატურა იქნება, პარლამენტი იქნება - მზად ვარ, ღიად ვისაუბრო ობიექტურ გარემოებებზე, იმ შეფასებებზე, რომელიც მე მაქვს. მე გამოვყოფ რამდენიმე, ჩემთვის მნიშვნელოვან მომენტს: პირველი - სამწუხაროდ, პარლამენტის ტრიბუნა იყო გამოყენებული, ჩვეულებრივი ჭორაობისა და ტყუილებისათვის. მეორე  - ამას თავისი მიზანი ჰქონდა და ნათელია, ამის მიზანი იყო შინაარსობრივი საუბრიდან აქცენტების გადატანა, რაღაც სკანდალებზე და ეს გამოვიდა. მესამე - მე, როგორც ვიცე-პრემიერი და ყოფილი ეკონომიკის მინისტრი, ძალიან კარგად ვიცი, ამ ქვეყნისთვის, მომავლისთვის, რას ნიშნავს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი. დღეს, როგორც შს მინისტრი და ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი, ასევე, ძალიან კარგად მესმის, რას ნიშნავს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების არქიტექტურისთვის, კრიტიკულად მნიშვნელოვანი კომპონენტია. საერთოდ, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი არის ამ ქვეყნის მომავალი. და, ჩვენ ვსაუბრობთ, როგორც ეკონომიკაზე, ისევე უსაფრთხოებაზე. ჩემთვის, უკიდურესად სამწუხაროა, რომ სკანდალებისა და რაღაც შეთქმულების თეორიებით, ადამიანები ცდლობენ, თავიანთ ვალდებულებეებს თავი აარიდონ და ამით, დააზიანონ სახელმწიფო ინტერესები. არავის გამოუვა, არც ერთ კონტექსტით - სკანდალებით, ჭორაობებით იმ ვალდებულებს, რომელიც აღებულია წლების წინ, თავი აარიდონ", - განაცხადა გახარიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე