Nissan-ის ყოფილი ხელმძღვანელი პატიმრობიდან 9 მლნ დოლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

საქართველო, თბილისი - 14:00 | 06.03.2019
ნანახია: 825

კომპანია Nissan-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა კარლოს გონმა დღეს ტოკიოს ციხე დატოვა, სადაც 2018 წლის ნოემბრიდან იმყოფებოდა. ტოკიოს სალქო სასამართლომ ბრალდებული 8,9- მლნ დოლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

თუმცა გათავისუფლების პირობები საკმაოდ მკაცრი აღმოჩნდა. კარლოს გონს არ შეუძლია იაპონიის ტერიტორიის დატოვება, ასევე მობილური ტელეფონითა და ინტერნეტით სარგებლობა. კომპიუტერთან მუშოაბის შესაძლებლობა მას მხოლოდ თავისი ადვოკატის ოფისში სამუშაო დროს შეეძლება. ამის გარდა მის სახლში შესვლა-გამოსვლას სათვალთვალო კამერები დააკვირდებიან.

კარლოს გონს ბრალი ედება ფინანსურ მაქინაციებში. მან კომპანიას Nissan დაახლოებით 17 მილიონი აშშ დოლარის ზარალი მიაყენა, ვინაიდან მასზე გადააფორმა პირადი დანაკარგები, რომლებიც სვალუტო კონტრაქტების შედეგად განიცადა. დანაკარგების რაოდენობა 15,5 მლნ დოლარს შეადგენდა. გონს პროკურატურა აგრეთვე ედავება 2015-დან 2017 წლამდე შემოსავლების დამალვას.

კარლოს გონი ყველა ბრალდებას უარყოფს, ადვოკატები იმედოვნებენ, რომ ეს გათავისუფლება მას სასამართლო პროცესის წინ საფუძვლიანად მომზადებაში დაეხმარება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე