არ შევეგუებით ტერიტორიების ოკუპაციას, გატაცებებსა და მცოცავ ხაზებს - სალომე ზურაბიშვილი

საქართველო, თბილისი - 13:38 | 06.03.2019
ნანახია: 831

ჩვენ არ ვეგუებით და არ შევეგუებით ტერიტორიების ოკუპაციას, გატაცებებს და მცოცავ ხაზებს, რომელიც ძალადობისა და შანტაჟის პოლიტიკის ნაწილია, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში გამოსვლისას.

„არც იმას ვეგუებით, რომ მოლაპარაკებების ფორმატები დღეს მხოლოდ ტექნიკურ დონეზე მიმდინარეობს. ჩვენს პარტნიორებთან ვისაუბრე მაღალი პოლიტიკური ფორმატის განახლების აუცილებლობაზე. მათ უნდა გააგებინონ რუსეთს, რომ 21-ე საუკუნეში ნულოვანი ჯამის თამაში არავის ინტერესში აღარ არის და აგრესიული პოლიტიკა წარსულში ჩარჩენის გზაა. მხარს ვუჭერ, როგორც ყველა ჩვენგანი, მთავრობის პოლიტიკას, ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ, რომელიც არის ჩვენი მშვიდობიანი გზავნილის განხორციელა დღეს“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე