ავღანეთში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 12:29 | 06.03.2019
ნანახია: 695

ავღანეთში სამშენებლო კომპანიაზე თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა, დაჭრილია კიდევ ცხრა ადამიანი. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია სამი დაღუპულისა და ექვსი დაჭრლის შესახებ.

დღეს, დილით შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ კერძო სამშენებლო კომპანიას ნანგაჰარის პროვინციაში, ქალაქ ჯელალაბადში აეროპორტის სიახლოვეს. პროვინციის გუბერნატორის წარმომადგენლის თქმით, კომპანია აეროპორტში სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს.

ყველა დაღუპული კომპანიის თანამშრომელია.

სხვადასხვა მედია საშუალების ინფორმაცით, კომპანიაში თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა. ავღანეთის შეიარაღებულ ძალებთან შეტაკებისას ხუთი თავდამსხმელის ლიკვიდაცია მოხდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე