აშშ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციებს გაამკაცრებს, თუ ბირთვულ განიარაღებაზე უარს იტყვის - ჯონ ბოლტონი

საქართველო, თბილისი - 11:29 | 06.03.2019
ნანახია: 721

 აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციებს გაამკაცრებს, თუ ის ბირთვულ განიარაღებაზე უარს იტყვის. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწემ ეროვნული უსაფრთხოების  საკითხებში ჯონ ბოლტონმა ტელეარხ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, აშშ ჩრდილოეთ კორეის მხრიდან პოტენციურ გადაწყვტილებებს ელოდება, რამდენად სერიოზულად არის განწყობილი მომდევნო მოლაპარაკებებზე და მზად არის თუ არა შეასრულოს თავისი დაპირება ბირთვული განიარაღების შესახებ.

 „თუ მათ ეს არ სურთ, მაშინ ეკონომიკური სანქციების შესუსტების მოლოდინი არ უნდა ჰქონდეთ. სინამდველში ეს სანქციები ეტაპობრივად გამკაცრდება“, - განაცხადა ბოლტონმა და აღნიშნა, რომ ტრამპი არაორაზროვნად საუბრობდა მსგავს შედეგებზე.

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ ჩინეთი უფრო აქტიურად შეეცდება ჩრდილოეთ კორეა ბირთვულ განიარაღებაში დაარწმუნოს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე