ავღანეთში სამშენებლო კომპანიაზე თავდასხმას 3 ადამიანი ემხვერპლა

საქართველო, თბილისი - 11:00 | 06.03.2019
ნანახია: 676

 სამი ადამიანი დაიღუპა ავღანეთში ქალაქ ჯელალაბადის აეროპორტთან ახლოს მდებარე სამშენებლო კომპანიაზე ტერორისტების თავდასხმის შედეგად.

ადგილობრივი მედიის ცნობით, დაღუპულები კომპანიის თანამშრომლები არიან. უსაფრთხოების ძალების მიერ სამი თავდამსხმელი განადგურებულია.

სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, შიარაღებულმა პირებმა სამშენებლო კომპანიის შენობა დაიკავეს, რასაც აფეთქება მოყვა. სააგენტოს ცნობით, თავი თვითმკვლელმა აიფეთქა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე