საქართველოს მოქალაქეები ევროპაში თავშესაფარს ვერ მიიღებენ - იოჰანეს ჰანი

საქართველო, თბილისი - 10:02 | 06.03.2019
ნანახია: 3217

საქართველოს მოქალაქეები ვერ მოიპოვებენ თავშესაფარს ევროპაში, რადგან საქართველო უსაფრთხო ქვეყნად მიიჩნევა, - განაცხადა ევროკომისარმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში იოჰანეს ჰანმა ასოცირების საბჭოს შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

„ძალიან მნიშნელოვანია მედიის როლიც ამ მიმართულებით, რადგან მედიამ უნდა მოახდინოს საზოგადოების ინფორმირება, რომ ევროკავშირში თავშესაფრის ძიება შედეგს არ მოიტანს, რადგან საქართველო მიიჩნევა უსაფრთხო ქვეყნად და ჩვენ საქართველოს  ზუსტად ამ პრიზმაში ვუყურებთ. ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში 600 000 ადამიანი  შემოვიდა ჩვენს ტერიტორიაზე  და მხოლოდ რამდენიმე ათასი აკეთებს განაცხადს თავშესაფარზე. ეს მასშტაბი უკვე თავისთავად გვაწვდის ინფორმაციას, მაგრამ გვსურს, მოგიწოდოთ, რომ მედიის წარმომადგენლებმა გამოიყენოთ თქვენი შესაძლებლობები და საზოგადოებას აცნობოთ, რომ საქართველოს მოქალაქეები ვერ მოიპოვებენ თავშესაფარს ევროპაში, რადგან საქართველო უსაფრთხო ქვეყნად მიიჩნევა“, - განაცხადა იოჰანეს ჰანმა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე