თბილისში CO-თი მოწამვლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 09:38 | 06.03.2019
ნანახია: 907

გლდანის III ა მკრ-ში, აკრძალული ღია კამერიანი წყალგამაცხელებლის მოხმარების შედეგად CO-თი, ნაქირავებ ბინაში მცხოვრები ერთი ადამიანი გარდაიცვალა , მეორე კი უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.

აღნიშნულ ბინაში დამონტაჟებული კუსტარული წყალგამაცხელებლის საკვამლე მილი ბინის მეპატრონეს მიერთებული ქონდა კორპუსის სავენტილაციო არხზე, რამაც CO-თი ამავე კორპუსის პირველ სართულზე მცხოვრები ორი მეზობლის მოწამვლაც გამოიწვია. ადგილზე მისულმა ყაზტრანსგაზ-თბილისის თანამშრომლებმა ჩაჭრეს კუსტარულად დამონტაჟებული აკრძალული ღია კამერიანი დანადგარი.

სტატისტიკის მიხედვით CO-თი მოწამვლის და გარდაცვალების 70 % გაქირავებულ და დაგირავებულ ბინებში ხდება, რადგან ბინის მეპატრონეები ნაკლებად იცავენ უსაფრთხოებას იქ სადაც თავად არ ცხოვრობენ რაც დანაშაულია.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე