სალომე ზურაბიშვილი დღეს პარლამენტის წინაშე მოხსენებით წარდგება

საქართველო, თბილისი - 09:34 | 06.03.2019
ნანახია: 712

დღეს, 6 მარტს, 12:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში მოხსენებით წარდგება. 

სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის განვითარების უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, საგარეო და საშინაო გამოწვევებზე, მათ შორის, საზოგადოების მხრიდან მაღალი ინტერესის მქონე თემებთან დაკავშირებით ისაუბრებს. პრეზიდენტი აქცენტებს გააკეთებს ყველა მნიშვნელოვან თემაზე, მათ შორის იმ საკითხებზე, რომელთა მიმართაც განსაკუთრებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლის დასრულების შემდეგ, სიტყვით გამოვლენ იმ ფრაქციათა თავმჯდომარეები, რომლებიც არ არიან გაერთიანებულნი არც უმრავლესობაში და არც უმცირესობაში. მათი გამოსვლის შემდეგ უკვე გათვალისწინებულია უმცირესობისა და უმრავლესობის ლიდერთა გამოსვლები.

პარლამენტის ახალი რეგლამენტის თანახმად, პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, შეკითხვების ფორმატი გათვალისწინებული არ არის. ,,ნაციონალურ მოძრაობაში” აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილის, როგორც პრეზიდენტის ლეგიტიმურობას არ აღიარებენ და სხდომას არ დაესწრებიან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე