მთავრობა ჩაიხრჩო მოპარულ მილიარდებში - შალვა ნათელაშვილი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვს

საქართველო, თბილისი - 17:06 | 05.03.2019
ნანახია: 665

შალვა ნათელაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ბიძინა ივანიშვილს მიმართა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება მოითხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის პოლიტიკურ პარტიებს დროებითი მთავრობის შექმნისკენ მოუწოდებს.

„საყოველთაო სიღატაკისა და პოლიტიკური კრიზისის ფონზე მთავრობა ჩაიხრჩო მოპარულ მილიარდებში, სამარცხვინოდ დაიშალა საპარლამენტო უმრავლესობა, გარდაიცვალა სასამართლო ხელისუფლება, მიმდინარეობს დარჩენილი ეროვნული სიმდიდრის დატაცება აღვირახსნილი ტემპებით. მე მივმართავ რეჟიმის მეთაურს, ჩატარდეს სასწრაფოდ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მაჟორიტარების გარეშე. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოვუწოდებ პოლიტიკურ პარტიებს, შევქმნათ დროებითი მთავრობა და მოამზადოთ ქვეყანა დემოკრატიული სამართლიანი არჩევნებისათვის," - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე