წერილის ასლი გადავეცი პროკურატურას, ორიგინალი გაგზავნილია ლონდონში - მამუკა ხაზარაძე

საქართველო, თბილისი - 16:34 | 05.03.2019
ნანახია: 790

წერილის ასლი გადავეცი პროკურატურას, ორიგინალი გაგზავნილია ლონდონში, ექსპერტიზაზე  -  ამის შესახებ თიბისი ბანკის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოდან, გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

“ვიყავი გამოკითხვაზე, სადაც იმყოფებოდნენ პროკურორები, სადაც გამოკითხვა ჩატარდა მოსამართლის თანდასწრებით. ახლა გამოვედი, წერილის ასლი გადავეცი, ასევე გავაკეთე კომენტარები.

წერილში რა წერია, ეს იყოს პროკურატურის კომპეტენცია, რამეთუ კარგად ატარებენ პრესკონფერენციებს. სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ ვნახე საბჭოთა პროკურატურის მენტალიტეტი. წერილის ორიგინალი გაგზავნილია ლონდონში ექსპერტიზაზე”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე