საცალო სქელში ნავთობპროდუქტების გაიაფების ტენდენცია გრძელდება

საქართველო, თბილისი - 10:37 | 14.12.2015
ნანახია: 1493

საცალო სქელში ნავთობპროდუქტების გაიაფების ტენდენცია გრძელდება. დღეიდან „ლუკოილმა“ ყველა ტიპის პროდუქტის ფასი 3-7 თეთრით გააიაფა. და დღეიდან „ევროსუპერის“ ღირებულება 1,82 ლარია, „პრემიუმავანგარდის“ ფასი - 1,72 ლარი, „ევრორეგულარი“ „ლუკოილის“ საცალო ქსელში 1,56 ლარი ღირს, ხოლო „ევროდიზელის“ ღირებულება კი 1,72 ლარია.
რაც შეეხება კომპანია „გალფს“, მან საცალო ქსელში გარდა გაზისა, ყველა პროდუქტის ფასი 4-6 თეთრით გააიაფა. შესაბამისად „გალფის“ ქსელში G-Force პრემიუმის ფასი 1,85 ლარია, G-Force ევრო რეგულარის ღირებულება - 1,75 ლარი, ევრო რეგულარის ფასი 1,65 ლარია, G-Force ევრო დიზელის ღირებულება კი 1,79 ლარი. რაც შეეხება ევრო დიზელს მისი ღირებულება „გალფის“ საცალო ქსელში 1,69 ლარია.
დღეისათვის ფასები უცვლელია „ვისოლში“, „რომპეტროლში“ და „სოკარში“. როგორც „ვისოლში“ განმარტავენ, მათ საწვავის ფასების კორექტირება 8 დეკემბერს მოახდინეს და ფასები 10 თეთრამდე შეამცირეს. კომპანიის ინფორმაციით, „ვისოლის“ ქსელში უახლოეს დღეებში ნავთობპროდუქტების ფასის კლება ისევ მოხდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე