სალომე ზურაბიშვილი ხვალ პარლამენტის წინაშე წარსდგება

საქართველო, თბილისი - 16:01 | 05.03.2019
ნანახია: 1215

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხვალ  საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად ქვეყნის განვითარების უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პარლამენტის წინაშე წარსდგება. აღნიშნულის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა განაცხადა.

ხატია მოისწრაფიშვილის თქმით, პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ სიტყვით გამოვლენ იმ ფრაქციების თავმჯდომარეები, რომლებიც არ არიან არც უმრავლესობაში არც უმცირესობაში. ამის შემდეგ კი სიტყვით უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერები გამოვლენ.

როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერი აცხადებს, შეკითხვების ფორმატი პარლამენტის რეგლამენტით არ არის გათვალისწინებული.

სალომე ზურაბიშვილი თავის მოხსენებაში შეეხება საქართველოს როგორც საშინაო, ასევე საგარეო გამოწვევებს, ასევე ისაუბრებს შეწყალების კონცეფციასთან დაკავშირებით.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე