Chanel-ი პარიზში კარლ ლაგერფელდის უკანასკნელ კოლექციას წარადგენს

საქართველო, თბილისი - 15:40 | 05.03.2019
ნანახია: 824

მოდის სახლი Chanel-ი პარიზში მოდის კვირეულზე კარლ ლაგერფელდის უკანასკნელ კოლექციას წარადგენს, რომელიც მან ბრენდისთვის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე შექმნა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ემდია ავრცელებს.

ჩვენება დღეს გაიმართება და Chanel-ის პირველი ოფიციალური ღონისძიება იქნება დიზაინერის გარდაცვალების შემდეგ. Chanel-ი ჩვენების დროს ლაგერფელდის ხსოვნას პატივს მიაგებს.

ლაგერფელდი 19 თებერვალს 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.

დიზაინერი 1933 წლის 10 სექტემბერს ჰამბურგში დაიბადა. 14 წლის ასაკში ის საცხოვრებლად პარიზში გადავიდა, სადაც დაკავებული იყო ხატვითა და ისტორიის შესწავლით, შემდეგ კი მოდელიორ პიერ ბალმენის ასისტენტად მუშაობდა.

1965 წელს მოდელიორმა მუშაობა დაიწყო იტალიურ მოდის სახლ Fendi-ში. 1983 წელს ლაგერფელდი Chanel-ში მიიწვიეს.

დიზაინერმა თავისი ხაზი - Karl Lagerfeld Impression-ი 1974 წელს დაარსა, შემდეგ კი შექმნა ხაზები - KL  და  KL by Karl Lagerfeld-ი.

ლაგერფელდი გატაცებული იყო ფოტოგრაფიით, ის ასევ ქმნიდა სუნამოებნს. დიზაინერი დაქორწინებული არსდროს ყოფილა. მას შვილები არ ჰყავდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე