თუ კობახიძის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყება, ამას მხარს დავუჭერ – ირმა ინაშვილი

საქართველო, თბილისი - 15:25 | 05.03.2019
ნანახია: 694

თუ კობახიძის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყება, მე პირადად ირაკლი კობახიძეს ბიუროზე ვუთხარი, რომ ამას მხარს დავუჭერ“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ირმა ინაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეს პარლამენტის ვიცე-სპიკერებთან ​არავითარი კოორდინაცია არ აქვს.

„დიდი ხანია ვსაუბრობ, რომ პარლამენტში მენეჯმენტი და მართვის სტილი შესაცვლელია. პარლამენტს პარლამენტის თავმჯდომარე მართავს. ვიცე-სპიკერებთან არავითარი კოორდინაცია არ არის და მთელი ამ ორი წლის განმავლობაში არ ყოფილა. ამაზე ორი წელია ვსაუბრობ, არაერთხელ ვთქვი, რომ პარლამენტის მენეჯმენტი უნდა შეიცვალოს. ამაზე საუბარი ახლა არ დავიწყე. თუ კობახიძის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყება, მე პირადად ირაკლი კობახიძეს ბიუროზე ვუთხარი, რომ ამას მხარს დავუჭერ“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე