ბერლინში რუსეთის მოქალაქეს ტერაქტების მომზადებაში ადანაშაულებენ

საქართველო, თბილისი - 14:14 | 05.03.2019
ნანახია: 652

რუსეთის მოქალაქეს ბერლინში ტერაქტების მოწყობაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის გენერალური პროკურატურის პრეს-სამსახური ავრცელებს.

31 წლის მაგომედ ალი გერმანიაში გასული წლის ზაფხულში დააკავეს. პრეს სამსახურის ინფორმაციით, დაკავებული 2016 წლის ოქტომბერში საცხოვრებელ ბინაში ინახავდა ასაფეთქებლი ნივთიერების მნიშვნელოვან რაოდენობას.

ამ ნივთიერების მეშვეობით ის გერმანიაში ტერაქტების მოწყობას გეგმავდა.

პროკურატურის ვერსიით, 2016 წელს მაგომედ ალი საფრანგეთში დაკავებულ ისლმისტ კლემანთან ერთად 2016 წელს ტერაქტებს ამზადებდა.

Der Tagesspiegel-ის ინფორმაციით, მაგომედ ალი და კლემანი 2016 წელს ბერლინის ერთ-ერთ მეჩეთში შეხვედრებს ესწრებოდნენ. ამავე მეჩეთში დადიოდა ანის ამრიც, რომელთანაც ურთიერთობა ორივე ბრალდებულს ჰქონდა.

2016 წლის დეკემბერში ტუნისელმა ანის ამრიმ ბერლინში საშობაო ბაზრობაზე გამვლელებს სატვირთო ავტომობილით გადაურა. დაიღუპა 12 ადამიანი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე