თუ მუქარის წერილი არსებობს, მექნება რეაგირება - ნინო ლომჯარია
საქართველო, თბილისი - 14:01 | 05.03.2019 ნანახია: 732სახალხო დამცველის ოფისი თიბისი ბანკის დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის მიერ გავრცელებულ განცხადებებს შეისწავლის. ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა.
ნინო ლომჯარიას თქმით, მასთან უშუალო შეხვედრის დროს რაიმე მუქარის შემცველი წერილის არსებობის შესახებ არც მამუკა ხაზარაძეს და არც ბადრი ჯაფარიძეს არ უსაუბრიათ და ამის შესახებ ინფორმაცია გუშინ მედიის საშუალებით მოისმინა. „წერილთან დაკავშირებით, თუკი მსგავსი რამ არსებობს, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან სერიოზული ბრალდება და, რა თქმა უნდა, მექნება რეაგირება, არ ვიცი, ეს იქნება პირადი შეხვედრის ფორმით, თუ სხვა ფორმით. - თქვა ნინო ლომჯარიამ.
„მე შევხვდი მამუკა ხაზარაძესა და მის პარტნიორს, ბადრი ჯაფარიძეს. ვისაუბრეთ ამ საკითხების გარშემო. ვფიქრობ, რაც ჩვენ მოვისმინეთ როგორც შეხვედრის დროს, ასევე გუშინ საპარლამენტო-საკომიტეტო განხილვაზე, ნამდვილად არის ის საკითხები, რაც ექცევა ადამიანის უფლებების დაცვის ქვეშ, ამიტომ სახალხო დამცველმა და ჩვენმა ოფისმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ დავიწყოთ ამ საკითხის შესწავლა რამდენიმე მიმართულებით. თუმცა, ამ ეტაპზე გვჭირდება დამატებითი ინფორმაციები შესაბამისი უწყებებიდან. ამის შემდეგ უკვე ჩამოვყალიბდებით კონკრეტულად რა მიმართულებით შეიძლება წავიდეთ. ასევე არ გამოვრიცხავთ, ვიფიქროთ, იყო თუ არა დისკრიმინაციული მიდგომა ამ პირების მიმართ სახელმწიფო უწყებების მხრიდან, თუმცა ამისთვის გვჭირდება დამატებითი ინფორმაცია და უკვე დაწყებული გვაქვს ინფორმაციის მოძიება. როდესაც შევხვდით მამუკა ხაზარაძეს, წერილის ფაქტი არ უხსენებია, ჩემთვისაც გუშინ გახდა მედიის საშუალებით ცნობილი და ყველანი ველოდებით, რომ შესაბამისი მტკიცებულებები იქნება წარმოდგენილი. ასევე მზად ვარ, რომ ამ შესწავლის პროცესში გავეცნობი წერილს, თუკი ასეთი არსებობს, მათ შორის იმ ფორმით, რა ფორმითაც ისურვებს თავად განმცხადებელი”,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
პოლიტიკა
- ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - მირიამ ლექსმანი მონაცემთა ბაზაზე
- „ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა - იაგო ხვიჩია
- "უსამშობლოების" სია გაკეთდება - ირაკლი ზარქუა
- მინდა, შალვა პაპუაშვილს კითხვა დავუსვა: ძალადობაზე როგორ ლაპარაკობ საერთოდ? რომელიმე ძალადობის ფაქტი შეაფასე? ყველაფერს როგორ აყალბებთ? საერთოდ ვინ ხართ, საიდან მოხვედით? - გიორგი ვაშაძე
სამართალი
- ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თეიმურაზ კუპატაძე
- ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდასხმაში ბარალდებულ პირს ბრალი წარედგინა
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
მსოფლიო
- დიდი ბრიტანეთი რუსეთის სამხედრო ატაშეს გააძევებს
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
კონფლიქტები
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა