ირაკლი ღარიბაშვილს პირადად ვგულშემატკივრობ - ეკა ბესელია

საქართველო, თბილისი - 13:08 | 05.03.2019
ნანახია: 632

ირაკლი ღარიბაშვილს პირადად ვგულშემატკივრობ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა. 

მისი თქმით, ქვეყანაში და მმართველ პარტიაშიც უნდა არსებობდეს ფუნქციების გადანაწილების და საპასუხისმგებლო პოზიციებზე ადამიანების შერჩევის სწორი კრიტერიუმები.

„ირაკლის წარმატებას ვუსურვებ, თუ ის გააქტიურდება, რადგან მას პირადად ვგულშემატკივრობ. ერთი ადამიანი ვერ შეძლებს ყველაფერს. ამას უნდა მივეჩვიოთ, რომ ქვეყანაში და მმართველ პარტიაშიც უნდა არსებობდეს ფუნქციების გადანაწილების და საპასუხისმგებლო პოზიციებზე ადამიანების შერჩევის სწორი კრიტერიუმები. თუ ეს მოდელი გამართული არ არის, ერთი ადამიანი ვერც პარტიაში და ვერც ქვეყანაში ვერ წარმართავს პროცესებს. პარტიაში თავისი პასუხისმგებლობა ყველას უნდა ჰქონდეს გადანაწილებული“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე