აივ-ინფექციისგან პაციენტის განკურნების მეორე შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველო, თბილისი - 12:39 | 05.03.2019
ნანახია: 677

აივ-ინფექციისგან პაციენტის განკურნების მეორე შემთხვევა დაფიქსირდა დიდ ბრიტანეთში. პაციენტს დონორის ძვლის ტვინი გადაუნერგეს, რომელსაც ვირუსის მიმართ თანდაყოლილი იმუნიტეტი ჰქონდა. ამის შესახებ გაზეთი The Guardian-ი წერს.

პაციენტმა ძვლის ტვინის გადანერგვიდან სამი წლისა და ანტივირუსული თერაპიიდან 18 თვის შემდეგ სამედიცინო შემოწმება გაიარა. მაღალი სიზუსტის ტესტებმა აივ-ინფექციის კვალი ვერ აღამოაჩინეს.

ამასთან, ექსპერიმენტის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა პროფესორმა რავინდრა გუპთამ განაცხადა, რომ  სრულ წარმატებაზე საუბარი ჯერ ადრეა.

გაზეთის ცნობით, ანალოგიური მეთოდით 2007 წელს განიკურნა გერმანელი პაციენტიც, რომელსაც ასევე გადაუნერგეს დონორის ძვლის ტვინი. დონორს იშვიათი გენეტიკური მუტაცია ჰქონდა, რომელიც აივ-ინფექციისადმი იმუნიტეტს უზრუნველყოფდა. ამ პაციენტის ორგანიზმში დღემდე აივ-ინფექციის კვალი არ აღმოჩენილა.

როგორც ​The Guardian-ი აღნიშნავს, ექსპერტების უმეტესობა მიიჩნევს, რომ მკურნალობის  მსგავსი მეთოდი, შესაძლოა, უნივერსალური არ გახდეს, რადგან პროცედურა ძალიან ძვირადღირებული, რთული და რისკის შემცველია. ამასთან, დონორების რაოდენობა მცირეა.

ამის გარდა, სპეციალისტებმა ჯერ ვერ დაადგინეს, დონორების გენეტიკური მუტაცია არის თუ არა ერთადერთი საფუძველი ოპერაციის წარმატებისთვის.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე