ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივნის თანამდებობას დაიკავებს

საქართველო, თბილისი - 12:17 | 05.03.2019
ნანახია: 667

საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარტია „ქართულ ოცნებაში“ დაბრუნდა. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ კახა კალაძემ გააკეთა.

მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივნის თანამდებობას დაიკავებს.

„დღეს გაიმართა პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა, რომელზეც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, თანამდებობებზე პარტიის მდივნების დანიშვნის თაობაზე. შემოვიღეთ პოლიტიკურ პარტიებთან ურთიერთობის მდივნის თანამდებობა, აღნიშნულ თანამდებობას დაიკავებს პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი გიორგი ვოლსკი. აქტიურ პარტიულ საქმიანობას უბრუნდება ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც დაიკავებს პარტიის პოლიტიკური მდივნისა და პარტიის პოლიტსაბჭოს წევრის თანამდებობას“,– განაცხადა კახა კალაძემ.

ირაკლი ღარიბაშვილი 2013 წლის 20 ნოემბრიდან 2015 წლის 24 დეკემბრამდე საქართველოს პრემიერ მინისტრის პოსტს იკავებდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე