ჰილარი კლინტონი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას არ აპირებს

საქართველო, თბილისი - 12:01 | 05.03.2019
ნანახია: 618

აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას არ აპირებს.

„კენჭს არ ვიყრი, თუმცა გავაგრძელებ მუშაობას და ჩემი მოსაზრებების დაცვას“, - განაცხადა კლინტონმა ტელეარხ News 12-თან ინტერვიუში.

მისივე თქმით, ის თავის კანდიდატურას არც ნიუ-იორკის გუბერნატორის ან მერის პოსტზე წამოაყენებს. კლინტონის თქმით, თავის პარტიას დაეხმარება, ასევე დატკბება მწერლის, აქტივისტისა და ბებიის ცხოვრებით.

2018 წლის ოქტომბერში კლინტონმა არ გამორიცხა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა. მან ასევე აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ 2021 წლის იანვარში თეთრ სახლში დემოკრატი მივიდეს. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელიც რესპუბლიკელებს წარმოადეგნს, ამის შემდეგ განაცხადა, რომ 2020 წლის არჩევნებში კლინტოთან „შებრძოლებას“ ისურვებდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე