საქართველოს პრეზიდენტი ლიეტუვის რესპუბლიკას 7 მარტს ეწვევა

საქართველო, თბილისი - 11:26 | 05.03.2019
ნანახია: 593

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 7-8 მარტს, ოფიციალური ვიზიტით, ლიეტუვის რესპუბლიკას ეწვევა.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი ლიეტუვის პრეზიდენტს დალია გრიბაუსკაიტეს შეხვდება. შეხვედრაზე განიხილება ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები.

პრეზიდენტის რანგში სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვის რესპუბლიკას პირველად ეწვევა.

საქართველოსა და ლიეტუვის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1994 წლის 16 სექტემბერს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე