“ბლექ სი არენა“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაეცა

საქართველო, თბილისი - 11:14 | 05.03.2019
ნანახია: 1132

ყველაზე დიდი საკონცერტო დარბაზი საქართველოში „ბლექ სი არენა ჯორჯიას“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილი მართვის უფლებით განათლების,  მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაეცა. შესაბამისი განკარგულება მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.

დარბაზის მშენებლობა 2008 წელს ფონდ „ქართუს“ ინიციატივით დაიწყო და მასში  დაახლოებით 115 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.

მშენებლობის დასრულების შემდეგ, 2016 წლის 10 ივლისს არენა უსასყიდლოდ გადასცა სახელმწიფოს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე