Forbes-მა მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანად ჯეფ ბეზოსი დაასახელა

საქართველო, თბილისი - 11:05 | 05.03.2019
ნანახია: 682

ჟურნალმა Forbes-მა მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანად კომპანია Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი დაასახელა. მის ქონებას ერთი წლის განმავლობაში კიდევ 19 მლრდ დოლარი შეემატა და 131 მლრდ დოლარი შეადგინა.

ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, რომ მომავალ წელს ბეზოსმა რეიტინგში შესაძლოა პირველი ადგილი მეუღლესთან მაკენზისთან განქორწინების გამო დაკარგოს.

მანამდე გაზეთი The Wall Street Journal-ი წერდა, რომ Amazon-ი, რომელიც ბეზოსმა 1994 წელს დაარსა, მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კომპანიების სათავეში მოექცა.

კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ 796 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა.

მეორე ადგილი დაიკავა Microsoft-მა 789 მლდრ დოლარით. მესამე ადგილი კი წილად ხვდა, 745 მლრდ დოლარით ჰოლდინგ Alphabet-ს, რომლის შემადგენლობაშიც შედის Google.

Amazon-ი მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ინტერნეტ-კომპანიაა.

მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქალი კოსმეტიკური იმპერიის L`Oreal-ის მემკვიდრე ფრანსუაზა ბეტანკურ-მაიერსი გახდა, მისი ქონება 49,3 მლრდ დოლარს შეადგენს.

პლანეტის უმდიდრესი ადამიანების საერთო რეიტინგში მაიერსი მე-15 ადგილს იკავებს.

ბოლო ათი წლის განმავლობაში მილიარდერების რაოდენობა ფაქტობრივად გაორმაგდა. 2018 წელს მათი რაოდენობა 2208-ს შეადგენდა. ამასთან პლანეტის უმდიდრესი ადამიანების ქონება ყოველ დღე 2,5 მლრდ დოლარით იზრდება.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე