ხუან გუაიდომ კარაკასში მიტინგზე მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა

საქართველო, თბილისი - 10:23 | 05.03.2019
ნანახია: 601

ვენესუელის დროებითი პრეზიდენტი ხუან გუაიდო კარაკასში მრავალათასიან მიტინგზე მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოვიდა.

გუაიდო სამშობლოში გუშინ დაბრუნდა. მიტინგზე მისი დაპატიმრების მცდელობას ადგილი არ ჰქონია.

ხუან გუაიდომ საჯარო მოხელეებს ნიკოლას მადუროს მხარდაჭერის შეწყვეტისკენ მოუწოდა.  

 „დადგა დრო, უარი უთხრათ რეჟიმს, რომელიც თქვენზე ზეწოლას ახდენს,“- განაცხადა გუაიდომ. მისი თქმით, 700 სამხედრო მოსამსახურე ოპოზიციის მხარეს გადავიდა.

ვენესუელის დროებითმა პრეზიდენტმა მოსახლეობას 5 და 9 მარტს დაგეგმილ მასობრივ მანიფესტაციებზე გამოსვლისკენ მოუწოდა.

ვენესუელის სასამართლომ გუაიდოს ქვეყნის დატოვება აუკრძალა, თუმცა ის 22 თებერვალს მოსაზღვრე კოლუმბიის ქალაქ კუკუტაში ჩავიდა, სადაც ვენესულისთვის ჰუმანიტარული დახმარების ცენტრი მდებარეობს. ერთი კვირის განმავლობაში ის იმყოფებოდა კოლუმბიაში, ბრაზილიაში, პარაგვაიში, არგენტინასა და ეკვადორში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე