ლიბიაში გარდაცვლილ ქართველ მეზღვაურს, თბილისში, დღეს ჩამოასვენებენ

საქართველო, თბილისი - 09:57 | 05.03.2019
ნანახია: 772

ლიბიაში გარდაცვლილ ქართველ მეზღვაურს, დავით რაზმაძეს, თბილისში, დღეს ჩამოასვენებენ. აეროპორტიდან ცხედარს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, ექსპერტიზის შემდეგ კი სახლში გადაასვენებენ.

ქართველი მეზღვაური მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავ თურქულ გემზე მუშაობდა. გემი ლიბიის ნავსადგურ მისურატაში იმყოფებოდა, როცა ქართველი მეზღვაური გემბანიდან გაუჩინარდა.

ფაქტი 7 იანვარს მოხდა. დავით რაზმაძის ახლობლებს მეზღვაურის დაკარგვის შესახებ მხოლოდ 16 იანვარს შეატყობინეს. მეზღვაურის ცხედარი 21 იანვარს იპოვეს.

ოჯახი ვარაუდობს, რომ დავით რაზმაძე მოკლულია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე