ანაკლიის პორტთან დაკავშირებით კარასინთან შეხვედრაზე სიტყვა არ თქმულა საერთოდ - ზურაბ აბაშიძე

საქართველო, თბილისი - 12:33 | 04.03.2019
ნანახია: 727

ანაკლიის პორტთან დაკავშირებით შეხვედრაზე სიტყვა არ თქმულა საერთოდ. არც ვიცი ვერც წარმომიდგენია, რა შუაშია ანაკლიის პორტი, რატომ უნდა განვიხილოთ ეს თემა?, - ამის შესახებ პრემიერ მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ რუსეთის საგარეო მინისტრთან, გრიგორი კარასინთან, შეხვედრის დეტალებზე საუბრისას,  ჟურნალისტებს განუცხადა.

„ანაკლიის პორტთან დაკავშირებით შეხვედრაზე სიტყვა არ თქმულა საერთოდ. არც ვიცი და არც მართალი გითხრათ, ვერც წარმომიდგენია, რა შუაშია ანაკლიის პორტი, რატომ უნდა განვიხილოთ ეს თემა“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

მის თქმით, რუსეთის ტავდაცვის მინიტრის მხრიდან გაკეტყებული მუქარის შემცველი კომენატრები რუსეთის საერთაშოერუიოს ავტორიტეტს აყენებს ზიანს.

„რაც შეეხება იმ მუქარის შემცველ კომენტარებს, რომელიც რუსეთის თავდაცვის მინისტრმა გააკეთა, ჩვენი აზრით, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი და ჩვენ უკვე ვთქვით, რომ ეს უპირველეს ყოვლისა რუსეთის საერთაშორისო ავტორიტეტს აყენებს სერიოზულ ზიანს“, - აღნიშნა აბაშიძემ.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ლაშა დარსალიას და ზურაბ აბაშიძეს  4 მარტს მოუსმენენ. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე